• რეკლამა
  • კონტაქტი
12:29, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაკურიანულ ტყეში იგივე დანიშნულების ნაკვეთი რომელიმე უცხოელ ინვესტორს ან ქართველ ბიზნესმენს რომ აეღო იჯარით, ნაცპროპაგანდა ამხელა ამბავს ატეხდა? რა თქმა უნდა, არა! – ჯაბა ხუბუა

ალია ავტორი - ალია
14:39 01-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ბაკურიანული ტყის სკანდალიც ისეთივე უნიჭობა და მაიმუნობაა, როგორიც ყველაფერი სხვა, რაც კი ქართული ტელეკანალიზაციებიდან მოედინება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა წერს და აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახმა ნებისმიერი მოქალაქისათვის ლეგიტიმური უფლებით ისარგებლა.

„ბაკურიანული ტყებითლზმა შეთხზა დიდებული სიმღერა ,,ნორვეგიული ტყე”.მერე ჰარუკი მურაკამიმ შეთხზა დიდებული რომანი ,ნორვეგიული ტყე.”ახლა კი ნაცმედიამ შეთხზა მდაბიური სკანდალი ,,ბაკურიანული ტყე.”რაშია საქმე, პრემიერ ღარიბაშვილის ოჯახმა ბაკურიანში, საკუთარი სახლის მიმდებარედ, 5 ჰექტარი ტყის ფართობი სახელმწიფოსაგან, აუქციონის წესით, იჯარით რომ აიღო, ამით რა დაუშავდა ბაკურიანს, ბაკურიანელებს, ბაკურიანში დამსვენებლებს, რა დააკლდა საქართველოს და ქართველ ხალხს? ღარიბაშვილის ოჯახმა სატყეო ნაკვეთი კანონის დარღვევით ჩაიგდო ხელში? რა თქმა უნდა, არა! ღარიბაშვილის ოჯახს უფლება მიენიჭა, იჯარით აღებული ტყის ფართობი გაჩეხოს და ზედ რაიმე ტიპის შენობა-ნაგებობა განათავსოს? რა თქმა უნდა, არა! ღარიბაშვილის ოჯახს მხოლოდ იმის უფლება აქვს, რაც ექნებოდა ნებისმიერს, ვინც აუქციონზე იჯარით შეიძენდა ისეთივე ტყის ნაკვეთს – გამოიყენოს მხოლოდ სარეკრეაციო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებით, სახელმწიფო ბიუჯეტში კი ყოველწლიურად იხადოს შესაბამისი გადასახადი. იმ ბაკურიანულ ტყეში იგივე დანიშნულების ნაკვეთი, იგივე პირობებითა და უფლებებით, რომელიმე უცხოელ ინვესტორს ან ქართველ ბიზნესმენს რომ აეღო იჯარით, ნაცპროპაგანდა ამხელა ამბავს ატეხდა? რა თქმა უნდა, არა! აბა, ახლა რა ხდება? არც კანონი დარღვეულა, არც ტყე გაჩეხილა, არც ხალხი დაზარალებულა და რა პრობლემაა, პრემიერ-მინისტრის ოჯახმა ნებისმიერი მოქალაქისათვის ლეგიტიმური უფლებით ისარგებლოს? არაფერიც არ ხდება, გარდა იმისა, რომ ნაცსექტა ინტრიგანი, პროვოკატორი, ცრუპენტელა და ნამუსთან უბრად მყოფი სუბიექტების საკრებულო, პარლამენტი, საფიხვნო და აგორაა.ბაკურიანული ტყის სკანდალიც ისეთივე უნიჭობა და მაიმუნობაა, როგორიც ყველაფერი სხვა, რაც კი ქართული ტელეკანალიზაციებიდან მოედინება“ – წერს ჯაბა ხუბუა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved