• რეკლამა
  • კონტაქტი
00:17, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება

ალია ავტორი - ალია
17:49 01-30-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
317

თიბისის, სილქნეტის და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო პირველად უმასპინძლებს   ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის  მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ბაკურიანში, 2023 წლის 16 თებერვლიდან 5 მარტამდე  პერიოდში ჩატარდება. 

ჩემპიონატი ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენაა, რადგან  საქართველომ პირველად მოიპოვა მსოფლიო მასშტაბის ზამთრის სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლება. ბაკურიანი სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებული კურორტია და წლის მთავარი მოვლენაც სწორედ მისი მასპინძლობით ჩატარდება. ჩემპიონატზე წარმოდგენილი იქნება თავისუფალი სტილით სრიალისსხვადასხვა ექსტრემალური სახეობა.დარეგისტრირებულია 700-მდე ათლეტი 42 ქვეყნიდან.

„სამი კვირის განმავლობაში მსოფლიო სპორტის, მსოფლიო სპორტული მედიის ყურადღება ბაკურიანისკენ იქნება მოპყრობილი, ჩვენი ქვეყანა ზამთრის ყველაზე ცხელ წერტილად გადაიქცევა და განვითარების ახალ საფეხურზე გადაინაცვლებს იმის დასტურად, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ცივილიზებური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი“ – აცხადებს ეკა გაბაშვილი,  საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

„მიხარია, რომ თიბისის მხარდაჭერით, საქართველო პირველად უმასპინძლებს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს. ეს მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან ჩემპიონატი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ზამთრის სპორტის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის გამყარებას და ტურიზმის განვითარებას. მჯერა, რომ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ხელს შეუწყობს ახალ თაობაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას“ – აცხადებს მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

მსოფლიო ჩემპიონატის მხარდაჭერით, თიბისი აგრძელებს მნიშვნელოვანი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას, რითიც ახალ თაობას უფართოებს შესაძლებლობებს, ხელს უწყობს საქართველოში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved