დაბა ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ღამით ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, 3-სართულიანი სასტუმრო დაკეტილი იყო და შენობაში დამსვენებლები არ იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულნი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
კომენტარები