• რეკლამა
  • კონტაქტი
02:57, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაკურ აბულაძე: პროკურატურის მიერ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ხორციელდება

ალია ავტორი - ალია
11:00 01-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს კორუფციის პრევენცია, გამოვლენა და მის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გენერალური პროკურატურის 2020 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზებისა და კოორდინირებული, ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სისტემაში შექმნილია სპეციალიზირებული საგამოძიებო დანაყოფი – კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო. აგრეთვე, კორუფციულ დანაშაულებზე გამოძიებას და სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურატურის ცენტრალური და რეგიონალური საგამოძიებო დანაყოფები.

გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ კორუფციული დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ რეფორმაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვით, საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოქმედი ანტიკორუფციული საგამოძიებო დანაყოფები საქმიანობას ერთი სტრუქტურული ქოლგის ქვეშ განახორციელებენ. კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს სპეციალიზებული გამომძიებელი ეყოლება პროკურატურის ყველა საგამოძიებო დანაყოფში და მათი კოორდინირებული მართვა ცენტრალიზებულად განხორციელდება. 

 ბაკურ აბულაძის განცხადებით, ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში, 2020 წელს საქართველოს პროკურატურაში კორუფციასთან დაკავშირებულ 169 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. ამავე პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 67 პირის მიმართ. 2020 წელს კი, სასამართლო განაჩენი დადგა კორუფციულ დანაშაულში მხილებული 58 პირის მიმართ.

„პროკურატურის მიერ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა” – აღნიშნა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანი პოლიტიკის დანერგვა და ეფექტიანი აღსრულების მექანიზმის არსებობა. ამ მიზნით საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან, კოორდინაციას უწევს კორუფციასთან ბრძოლას და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას.

როგორც ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, ანალიტიკური მიმართულების გასაძლიერებლად, საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით, პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს დაევალათ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების/შეწყვეტის, ასევე სასამართლოს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოსათვის. კორუფციის კუთხით ქვეყანაში არსებული ერთიანი სურათის ანალიზის შედეგად მოხდება რისკ-ფაქტორებისა და კორუფციული ინდიკატორების იდენტიფიცირება, პრიორიტეტების განსაზღვრა და ქმედითი პრევენციული მექანიზმების შემუშავება.

 „მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციისა და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობა და მათი ინფორმირებულობის გაზრდა. ამ მიმართულებითაც დაგეგმილია ქმედითი ღონისძიებების გატარება მამხილებელთა დაცვის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით” – განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved