• რეკლამა
  • კონტაქტი
17:48, ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბახმუტის ბრძოლებში 10 ათასი ყოფილი პატიმარი დაიღუპა – ევგენი პრიგოჟინი

ალია ავტორი - ალია
18:12 05-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
632

დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ბახმუტის ბრძოლებში 10 ათასი ყოფილი პატიმარი დაიღუპა.

მისი თქმით, „ვაგნერმა“ 50 ათასი პატიმარი გადაიბირა, მათ შორის 20 პროცენტი განადგურდა. მისივე თქმით,  ასეთივე დანაკარგია სხვა კატეგორიის მებრძოლებს შორისაც.

შეგახსენებთ, 21 მაისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერის“ სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტის ტერიტორია, დაპირებისამებრ, დაიკავეს. 22 მაისს კი განაცხადა რომ მისი მებრძოლები ბახმუტის მოწინავე პოზიციებიდან უკანა ხაზზე გადავლენ და ეს პროცესი პირველ ივნისამდე დასრულდება.

„25 რიცხვიდან ვტოვებთ სამხედრო მოქმედებების ზონას. პირველი ივნისიდან „ვაგნერის“ არცერთი მებრძოლი არ იქნება მოწინავე პოზიციებზე, ვიდრე ჩვენ არ აღვიჭურვებით და ხელახალ ფორმირებას და სწავლებას არ გავივლით“, – თქვა მაშინ პრიგოჟინმა.

ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ბახმუტის ნაწილს ამ დრომდე აკონტროლებენ.

უფრო ადრე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტი ნახევრად ალყაში მოაქციეს, რაც ოკუპანტების განადგურების შესაძლებლობას იძლევა. მისივე თქმით,  უკრაინელები ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე კონტროლს ინარჩუნებენ.

„ჯი-ეიჩ-ენი“

თეგები: პრიგოჟინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად

11:14 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved