• რეკლამა
  • კონტაქტი
09:30, პარასკევი, 23 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაისტენდერი, ჰეითერი, ფლეიმინგი, დოქსინგი, ფიშინგი – სიტყვები, რომელთა ცოდნა აუცილებელია პოლიტიკოსების ნათქვამის ქართულად სათარგმნელად

ალია ავტორი - ალია
20:12 03-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,767

ბოლო დროს, პოლიტიკოსებმა უმატეს უცხო სიტყვების გამოყენებას. ბოტი, ტროლი და კლასტერი გადავიტანეთ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის, წვიმას ცხრა სახელი აქვს და ცუდი კომენტარის ავტორს 15, ან 25, დაცინვას 32 სახელი შეიძლება ჰქონდეს და ა.შ.

“ეტალონმა” ცოტა ხნის წინ, გარკვეული განმარტებები გამოაქვეყნა, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. თუმცა, ვფიქრობ, ამ სიტყვების განმარტების ცოდნა უკვე ყველას გვჭირდება, სხვა შემთხვევაში, ცოტა რთული იქნება გავიგოთ, რის თქმას ცდილობენ ჩვენი პოლიტიკოსები.

ბაისტენდერი (ინგლ. Bystander): სკოლაში, ონლაინსივრცეში, ან სხვა ადგილას დევნის მომსწრე ან მოწმე. ეს შეიძლება იყოს დაზარალებულის ან აგრესორის მეგობარი, თანაკლასელი, პედაგოგი ან სხვა პირი. ბაისტენდერი მომსწრეა დაშინების ფაქტის, რომელიც მოხდა სკოლის შიგნით, გარეთ ან ონლაინსივრცეში;

გრუმინგი (ინგლ. Grooming): მოზარდის ან არასრულწლოვნის დაყოლიება სექსუალურ ქმედებაზე ინტერნეტის მეშვეობით.

დატროლვა/ტროლინგი (ინგლ. Trolling): მომხმარებელთა მაპროვოცირებელი ან დამცინავი კომენტარების გამოქვეყნება სოციალურ ქსელში;

დოქსინგი (ინგლ. Doxing): პირადი მონაცემების, ან საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გამოქვეყნება კონკრეტული ფიზიკური პირის შესახებ ინტერნეტში, როგორც წესი, უარყოფითი განზრახვით;

ლიურინგი (ინგლ. Luring – შეცდენა): მოზიდვა, შეცდენა ან დაყოლიება, რომელიც გულისხმობს ხრიკების მეშვეობით არასრულწლოვანთა სექსუალურ ქმედებაზე დაყოლიებას სრულწლოვანთა მიერ ონლაინკავშირის მეშვეობით;

სენსიტიური მონაცემები: პერსონალური მონაცემები, რომლებიც ეხება ადამიანის ფიზიკურ და ზნეობრივ მონაცემებს, მათ პირად ცხოვრებას, თვისებებს, რასობრივ წარმომავლობას, იდეოლოგიას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რწმენას ან რელიგიურ მრწამსს, ნასამართლეობის მონაცემებს, ფიზიკური ან მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სექსუალურ ორიენტაციას;

ფიშინგი (ინგლ. Fishing): ციფრული თაღლითობა, როგორც წესი, განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რაც გამოიხატება ყალბი შეთავაზებებით მომხმარებლის მოსატყუებლად, კონფიდენციალური ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, როგორიცაა, მაგალითად, საბანკო ანგარიშები, პაროლები და სხვა;

ფლეიმინგი (ინგლ Flaming): შეურაცხმყოფელი გამოთქმების ან ძალადობრივი ენის/შეტყობინებების გამოყენება ციფრულ სივრცეში;

ჰეითერები (ინგლ. Haters): ინტერნეტმომხარებლები, იგივე გამომწერები, რომლებიც სოციალურ ქსელებში, აპლიკაციებში, ან ჩატში ტოვებენ ნეგატიურ კომენტარებს გარკვეული თემების ან სხვა მომხმარებლების წინააღმდეგ.

ფოტო – მედიაჩეკერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:08 05-22-2025
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved