აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი:
“ბაიდენის ახალი მიმართვის ძირითადი მესიჯები:
– დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკვე მიიღო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება და ეს შეიძლება მოხდეს მომავალი დღეების განმავლობაში;
– შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს;
– რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს უკრაინა აპირებდეს შეტევას და თითქოს გენოციდს აწყობდეს;
– უკრაინას ვაწვდით იარაღს და ვეხმარებით ეკონომიკურად;
– ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს შანსი დიპლომატიისთვის;
– ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული თუ რომელ გზას (ომის თუ დიპლომატიის) აირჩევს იგი.”
კომენტარები