ბაია მარგიშვილი სასამართლოს ეზოში დააკავეს – სამოქალაქო აქტივისტს ხელბორკილები სამართალდამცველებმა მას შემდეგ დაადეს, რაც მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მარგიშვილს 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ბაია მარგიშვილი, რომელსაც შსს 3 ნოემბერს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებოდა, დღეს საქალაქო სასამართლოში ხელბარგით იყო მისული. ის დაკავებას ელოდებოდა.
იგივე საქმეზე 5 დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ბაია მარგიშვილის დედასაც, თუმცა ის ჯერ დაკავებული არ არის.
ფოტო-ტვ პირველი














კომენტარები