• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაგრატის ტაძრის ეზოში სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო – ზნეობრივი კომისია მომხდარს სწავლობს

ალია ავტორი - ალია
15:49 09-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,214

ფიზიკური დაპირისპირება იყო რამდენიმე დღის წინ ბაგრატის ტაძრის ეზოში. კონფლიქტში სასულიერო პირები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე იოანე. გაციებულიყო ინფორმაციით, კამათის მოტივი სასულიერო პირების ქუთაისიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელში გადაყვანა გახდა.

საკითხზე საქმის კურსშია საპატრიარქოც, რომლის ზნეობრივი კომისია მომხდარს სწავლობს.

“მთავარის” ინფორმაციით, მღვდელმთავარმა იოანემ ქუთაისიდან წყალტუბოს სოფლებში გადაყვანილი სასულიერო პირები ტაძარში დაიბარა, მხარეებს შორის საუბარი კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მეუფე იოანე “მთავარის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

“ტელეფონით ვერაფერს ვერ ვიტყვი. ვერ გეტყვი ირაკლი ვერაფერს, ასე ტელეფონით ვერ ავხსნი ვერაფერს”, – ამბობს მამა იაკობ სებისკვერაძე.

მამა მატათა ამბობს, რომ დაპირისპირებაზე ინფორმაცია არ აქვს:

“რამდენიმე ადამიანმა დამირეკა ამის შესახებ, დაპირისპირების შესახებ, მე მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. [მამა გიორგი და მამა იაკობი გადაყვანილ იქნენ სხვა ეკლესიაში, ამის გამო მოხდა დაპირისპირება, იხსენებთ ასეთ ფაქტს?] ფაქტს, იმისას მამა იაკობი როდესაც დადგენილი იქნა მღვდლად, თავიდანვე ჭაშრეთის მონასტერში მსახურობს, შესაბამისად მისი გადაყვანა ვერსად ვერ მოხდებოდა, რაც შეეხება მამა გიორგის, ის მღვდელმსახურის სტატუსით ბაგრატის ტაძარზე მოღვაწობდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ისიც გადაყვანილ იქნა ჭაშრეთისა და დერჩის მამათა და დედათა მონასტრის წინამძღვრად”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved