ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითში კაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები.
ცხედარი ქუთაისში, ლევან სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
კაცის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.














კომენტარები