• რეკლამა
  • კონტაქტი
17:03, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, დამცავი კედლის მოწყობა უკვე დაიწყო

ალია ავტორი - ალია
00:59 03-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყრული ზონა გამოვლინდა, თბილისის მერიამ დღესვე, დამცავი კედლის მოწყობა დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.

მერის მოადგილის თქმით, კედლის მოწყობის შემდეგ აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება.

„დღეს დილით ჩამოიშალა მიწის მასა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესის დაგეგმვა და როგორც ხედავთ, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გეგმა არის შემდეგნაირი, რომ ჩამოშლილი მიწის მასის გატანა მოხდეს და მოეწყოს კედელი, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ფერდზე მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, უფრო მასშტაბური სამუშაოებიც იგეგმება.

„დედაქალაქის მერიას დეტალური პროექტები უკვე გამზადებული აქვს მიმდებარე ფერდთან დაკავშირებით და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოს, რომელიც გაცილებით მასშტაბური იქნება, თუმცა, ამ სამუშაოების დაწყებამდე აქ უკვე არანაირი საფრთხე არ არსებობს“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

სამუშაოების წარმოების მიზნით, 25 მარტის 21:00 საათიდან 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved