• რეკლამა
  • კონტაქტი
18:52, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც ძალიან არ მიყვარდა, „ფოჩიანი კანფეტი“ იყო ბიძინა ივანიშვილთან შედარებით“ – თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
19:54 12-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,017

მე ვიცი, ვინ აღარ უნდა იღოს მსხვილი, დასავლური პარტიის სათავეში – ნიკანორ მელია, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ნიკა მელიას თავმჯდომარეობის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი განახევრდა.

„თითქმის ყველა გაექცა, აბსოლუტურად ყველასთან კონფლიქტი მოუვიდა. ნონა მამულაშვილი იყო, გიორგი მუმლაძე იყო, გიორგი ჩალაძე… იმის მაგივრად, რომ ასეთი თავები მოიზიდო, შენი პარტიიდან ასეთი ინტელექტუალი ადამიანები გარბიან. ყველასთან კონფლიქტი მოუვიდა. ყველას რაღაც უთანხმოება ჰქონდა ამ ადამიანებთან, მას უჭირს კომუნიკაცია, მაგრამ მერე მივხვდი, რომ კი არ უჭირს, სხვა მიზნები ჰქონდა.

რეიტინგები რომ აიღოთ, ამ ბიჭის ხელში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი განახევრდა, მეტიც, კიდევ უფრო ქვემოთ წამოვიდა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის „განსაკუთრებულ თვისებებზე“ ვერ ისაუბრებს, თუმცა იგი „ძალა ერთობაშია“ ფორმატის მხარდამჭერია.

მისი თქმით, ნიკა მელია რომ პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო, „ქოცებს გადააჭარბებდა“.

„კამათიც კი მომსვლია ლევან ხაბეიშვილთან, იმ პერიოდში, როცა ნიკას კრიტიკა დავიწყე, ლევანი ჯერ კიდევ თავს იკავებდა. მე არ შემიძლია ვისაუბრო მის განსაკუთრებულ თვისებებზე, მე შემიძლია ვისაუბრო, რომ ის მონდომებულია „ძალა ერთობის“ ფორმატში მოვიდეს, რაც ნიკა მელიამ თავზე ჩამოგვალეწა იმიტომ, რომ შეუძლებელია სულ ყველასთან ჩხუბობდე, კონფრონტაციაზე იყო და მერე ილაპარაკო „ძალა ერთობაზე“. ამ ბიჭმა დააძინა პროცესი. არ იქნება ეს კარგი საქართველოსთვის, საქართველო არის საომარ მოქმედებაში რუსეთთან, ჩვენ არ გვაწყობს, კოლაბორაციონისტული ხელისუფლების დროს, დაიძინოს დასავლური ვექტორის პარტიამ.

გუშინ საინტერესო გამოსვლა ჰქონდა კაპანაძეს, რომელმაც თქვა, რომ არჩევნები რომ ჩატარდეს, დროებით ეს კაცი ხომ უნდა გადადგესო. მოქმედი თავმჯდომარე თვითონ ჩაატარებს? – რა ხდება საერთოდ, გამაგებინეთ? თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს ადამიანი რომ შემოგვპაროდა პრემიერად? ჩათვალეთ, რომ გადააჭარბებდა „ქოცებს“, ხომ ვერავინ ვერ აადღლიზავდა სავარძელს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გარდა “ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებისა, თაკო ჩარკვიანი გადაცემაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად“, არ მიუღიათ საქართველოს მთავრობისგან პასუხი უკრაინისთვის იარაღის და სხვა ტექნიკის მიწოდებაზე.

თაკო ჩარკვიანის თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან უკრაინის მხარის წერილის უპასუხოდ დატოვების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის შიშებია, რომელიც პუტინს ეუბნება, რომ უკრაინას არაფრით ეხმარება და გენერატორსაც კი არ უგზავნის.

“შედარებას ვაკეთებ: ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც ძალიან არ მიყვარდა, „ფოჩიანი კანფეტი“ იყო ბიძინა ივანიშვილთან შედარებით, მან ბოლომდე ვერ შეუსრულა პუტინს ის, რაც სთხოვეს, ვერ გარისკა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანურად, ეშმაკურად ასრულებს დავალებას. ჯერ ერთი, ეშინია იმ ცნობილი „პუტინური ჩაის“, რომელსაც ვიღაცებს ხშირად ასმევენ ხოლმე -ან ბერეზოვსკივით კლავენ, ან პატარკაციშვილივით და ა.შ. ეს არის რუსული ხელწერა, ამიტომ მას ამ ხელწერის ეშინია და ის რუსეთს ეუბნება, მე არ ვეხმარები არაფრით უკრაინას, გენერატორსაც კი არ ვუგზავნი და შენ რომ გებრძოდა, იმ პრეზიდენტს ვკლავ ციხეში. „ნაიომნიკებს“ ვეძახი უკრაინაში დაღუპულ გმირებს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

“ინტერპრესნიუსი”

თეგები: თაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved