• რეკლამა
  • კონტაქტი
03:56, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაქცევის საქმე – რა ინფორმაციას მიაწვდის მოსამართლეს დაკავებული მძღოლი

ალია ავტორი - ალია
13:59 03-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

მძღოლი, რომელსაც პროკურატურა “საუკუნის გაქცევის“ ორგანიზებას ედავება, სასამართლო პროცესის მოლოდინშია. 47 წლის შოთა ქარუმიძის საქმის განხილვა ზუსტად სამ საათზე დაიწყება.

“პირველებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მას გამოიძებისთვის ჩვენება არ მიუცია, ის მხოლოდ ბრალს დაეთანხმა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რას იტყვის ქარუმიძე სასამართლო პროცესზე და რა ინფორმაციას მიაწვდის მოსამართლეს.

დაკავებულმა არ იცის, ვინ გააკეთა მის ავტომობილში სამალავი, რომლის დახმარებითაც გიორგი ბაჩიაშვილმა საზღვარი გადაკვეთა. მას დაზუსტებით არც იმის თქმა შეუძლია, საზღვრის კვეთის საქმეში ბაჩიაშვილის მამა მონაწილეობდა თუ არა.

მისი ადვოკატი ამბობს, რომ ქარუმიძეს ბაჩიაშვილის გარდა არავინ უნახავს და არავინ შეხვედრია.

რაც შეეხება სამალავს- მის შესახებ ცნობილი გახდა, მას შემდეგ, რაც სამალავის გამოყენება მოხდა. საბურთალოზე ჰყავდა მანქანა ორი დღით დატოვებული, მივიდა წამოიყვანა  და რამოხდა მისი მანქანის გარშემო, მისთვის ცნობილი არ იყო. ნამდვილად არ იცის, ვინ დაეკონტაქტა და ვინ სთხოვა შეხვედრაზე მისვლა. სხვა, გარდა გიორგი ბაჩიაშვილიისა არავინ უნახავს. ბრალს დაეთანხმა, თუმცა, როგორც ბრალდებულს გამოძიებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია“, – ამბობს ალექსანდრე ამირხანაშვილი.

გიორგი ბაჩიაშვილის მამის, ალექსანდრე ბაჩიაშვილისთვის შესაძლო ბრალის წაყენებას კატეგორიულად გამორიცხავს ადვოკატი ლევან მახარაშვილი.

მახარაშვილის განმარტებით, ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ მისმა ოჯახის არც ერთმა წევრმა არაფერი იცოდა.

შემიძლია აბსოლუტურად კატეგორიულად და მტკიცებით ფორმაში გითხრათ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მამას, ოჯახის არც ერთ წევრს, ახლობელს არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან. შესაბამისად, გამორიცხულად მიმაჩნია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ არათუ ბრალის წარდგენა, საერთოდ რამე პროცედურები გატარდება. მას რომ დაკავშირებოდნენ, ალბათ, მეცოდინებოდა. დღეის მდგომარეობით, სად იმყოფება, ნამდვილად არ ვიცი. ძალიან რთულია რაღაცაზე ვარაუდით საუბარი, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, რომ მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის, არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა ისევე, როგორც მე და შესაბამისად, რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას თეორიულადაც კი გამოვრიცხავ “, – განაცხადა მახარაშვილმა.

ცნობისთვის, შოთა ქარუმიძემ მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

„დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თეგები: გიორგი ბაჩიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved