თამარ ბაჩალიაშვილს ანგარიშებიდან რამდენიმე მილიონი მოახსნევინეს და მოიშორეს, – ნიკა გვარამიამ 23 წლის პროგრამისტის სავარაუდო მკვლელობის მოტივზე გადაცემა “მთავარ აქცენტებში” ისაუბრა.
ბაჩალიაშვილსი საქმის ახალ გარემოებებზე და აქამდე უცნობ ფაქტებზე საუბრისას, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ცნობილი ის კომპანია, რომელმაც ბაჩალიაშვილს ტრანზაქციები შეასრულებინა:
“ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს და გვაქვს ეჭვები, რომელი კომპანიების ანგარიშებიდან მოიხსნა ეს ფული. ეს კომპანია ხვდება ალბათ, რომ მე მას ვგულისხმობ და იფიქროს, რომ ღიად ისაუბროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავასწრებთ მათ,” – აცხადებს გვარამია.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებენ სახელისუფლებო მაღალჩინოსნები, რომლებმაც ბაჩალიაშვლი აიძულეს ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე დიდი თანხა მოეხსნა და გადაეტანა.
„ნიუპოსტი“
კომენტარები