• რეკლამა
  • კონტაქტი
10:11, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

ბ–ნო პრემიერო თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი, ისრების ოპოზიციაზე გადატანით ხაზს უსვამთ იმას, რომ ნაცები ხალხთან ახლოს არიან” – სადღობელაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:15 03-28-2022
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216
სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი წერს :
“საწვავის ფასის წინააღმდეგ აქციების უკან ნაციონალური მოძრაობა იდგაზე” მინდა ერთი ორი სიტყვა მეც დავწერო…
– ბნო პრემიერო თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი, შეიძლება ვიღაც კონკრეტული ადამიანების უკან დგას ნაცმოძი ან ლელო ან კიდევ ვინმე, მაგრამ საკითხავია ხალხს ეს პროტესტი აქვს თუ არა სამართლიანად? რა თქმა უნდა აქვს… გამოსავალი არის სტატისტიკა? გამოსავალი არის ევროატლანტიკურ ქვეყნებთან ჩვენი შედარება? არა! გამოსავალი არის სხვა პარტიების რევანშისტულ გეგმებზე აპელირება – არა! – გამოსავალი არის ბენზინის ფასის ზრდის შეჩერება! ხომ ასეა?! – რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ ფასი დაეცეს? – არაფერს! არც ალტერნატიულ გზებს ეძებს, მაგალითად გავიხსენოთ იაფი წამლები თურქეთიდან, ხომ შეიძლება იაფ ფასიანი საწვავი ირანიდან შემოვიტანოთ? თქვენ შეიძლება თქვათ ირანი სანქცირებულიაო – ხო და მოხსენით სანქციები, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ვუერთდებით, რატომ ვუერთდებით ირანის წინააღმდეგ? – კიდევ ერთი გზა, ბიზნესის მიჯირყვნა! ხომ შეიძლება აფერისტი ბიზნესმენები, რომლებიც ხან ხარისხში, ხან რაოდენობაში გვატყუებენ – მიიჯირყვნონ? მაგრამ სამწუხაროდ აქაც პოლიტიკური ნება არ არის! მთავრობა თანამშრომლობს მონოპოლისტ ბიზნესმენებთან და ხალხი იპრესება! – კიდევ ერთი გამოსავალი არის აქციზის გაუქმება (ნაწილობრივ მაინც) დროებით ორი სამი თვით, სანამ სიტუაცია დარეგულირდება “რეგიონში”… – კიდევ ერთი გზა, დოლარის კურსის დარეგულირება, ჩვენ გვესმის, რომ ფასი ლარებში დამოკიდებულია დოლარის გაცვლით კურსზე, ხომ სძალუძს ხელისუფალს ხელოვნურად დაწიოს კურსი ეროვნული ბანკის “მანიპულიაციებით”… ხომ შეიძლება ჩვენც მოსახლეობას შეგვიმსუბუქდეს ყოფა?! – მოკლედ ძვირფასო პრემიერო გზები არის ბევრი, მაგრამ ნება არ არის… ბენზინის ფასების ზრდას მხოლოდ მოსახლეობა გრძნობს და არამც და არამც არ გრძნობს ხელისუფალი, რომელიც ბენზინს ასხავს ბიუჯეტის ფულით და თავის ოჯახის წევრებსაც ამ ფულით ჩასხმული ბენზინით ემსახურება! – ბნო პრემიერო ამ დალოცვილ ქვეყანაში ან ოპოზიცია ატარებს აქციებს ან მთავრობის მიერ დაკვეთით ტარდება აქციები! სამწუხაროდ შუა გაკრეფილია და სხვას პროტესტის ფუფუნება არ აქვს! ნუ გადავაბრალებთ ყველფერს ოპოზიციას, მით უფრო ეკონომიკურ აქციებს, რომელიც ყველაზე სენსიტიურია დღევანდელი სიდუხჭირის ფონზე, უპირველეს ყოვლისა ეს თქვენ, როგორც ქვეყნის პრემიერს არ გამოგადგებათ!
Ps და თუ მაინც და მაინც ნაცებს ვაბრალებთ ყველაფერს გადაავლეთ თვალი პარტია ქართული ოცნების საპარლამენტო თუ საკრებულო შემადგენლობას, ნაცები მანდ რომ არიან ეგეთი უნდა! და კიდევ სამართლიანი – სახალხო პროტესტის ნაცებზე გადაბრალება თქვენ გაზარალებთ ყველაზე მეტად, ისრების ოპოზიციაზე გადატანით თქვენ ხაზს უსვამთ იმას რომ ნაცები ხალხთან ახლოს არიან ხოლო მთავრობა საკუთარ ნაჭუჭშია…
თეგები: ლადო სადღობელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved