• რეკლამა
  • კონტაქტი
19:39, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აზერბაიჯანი დავით გარეჯისკენ გზას აშენებს – რა ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული გამოცემა?

ალია ავტორი - ალია
19:56 01-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

„ქეშიქჩიდაღის“ სახელმწიფო-კულტურული ნაკრძალისკენ ახალი თანამედროვე საავტომობილო გზა შენდება“ – ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა, „ხალკ გაზეთი“ წერს. (ცნობისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს აზერბაიჯანელები „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ).

გამოცემის თანახმად, აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს მიერ შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც 2021 წელს აღსტაფის რაიონში, აშენდება ახალი საავტომობილო გზა, რომელიც სახელმწიფო კულტურულ-ისტორიული ნაკრძალისკენ – „ქეშიქჩიდაღისკე“ მიდის.

ახალი საავტომობილო გზა იწყება „აღსტაფა-ფოილო-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 38 – ე კილომეტრზე. გზის სიგრძე კი 32 კილომეტრი იქნება.

„ქეშიქჩიდაღის“ სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ახალი გზა დიდ როლს შეასრულებს არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების საქმეში, არამედ მთლიანად რეგიონისთვის პოტენციურ შესაძლებლობებსაც გააფართოებს – წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ქეშიქჩიდაღში აზერებაიჯანლები, პირველ რიგში, ბერთუბნის მონასტერს მოიაზრებენ, რომელიც ისტორიულად ქართული ძეგლია, მაგრამ 1921 წლიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის ფარგლებში მდებარეობს.

ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი, მიიჩნევს, რომ დავითგარეჯთან დაკავშირებით დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანს გზის გაყვანისგან თავი უნდა შეეკავებინა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარე სხვაგვარად ფიქრობს და ბერთუბნის მონასტრის გარდა (რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან აზერბაიჯანის სიღრმეში 8 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს) ამ გზის გაყვანით გააგრძელებს პრეტენზიის წაყენებას უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების მიმართაც.

აზერბაიჯანული გამოცემის კიდევ ერთ პუბლიკაციის თანახმად, „ქეშიქჩიდაღის“ ნაკრძალის ტერიტორიაზე, საავტომობილი გზის მშენებლობისას ძალიან მნიშვნელოვანი მასალები იპოვეს, რაც მათი მტკიცებით, ადასტურებს, რომ „ქეშიქჩიდაღი“მიეკუთვნება, ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულს არსებულ ხოჯალ-გიადაბეის არქეოლოგიურ კულტურას.

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: აზერბაიჯანიდავით გარეჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved