აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ უწყების :”ტვიტერზე” გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“საქართველოს ქალაქ ბათუმში შვიდსართულიანი შენობის ჩამონგრევის ამბავმა ძალიან დაგვამწუხრა. ვუსამძიმრებთ შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. გამოვხატავთ სოლიდარობას მეგობრული სქართველოს მიმართ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები