• რეკლამა
  • კონტაქტი
05:34, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აზბესტი რუსთაველის გამზირზე” – სახალხო დამცველის მოთხოვნები მერიას

ალია ავტორი - ალია
16:44 08-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,309

საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის რეაბილიტაციის ფარგლებში აზბესტის შემცველი ძველი მასალების შესაძლო აღმოჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

თბილისში, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობის პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, (https://rb.gy/9uj4ir) რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას (https://l1nq.com/1u7jato) მოიცავს, მიწის ქვედა ფენებში შესაძლოა აღმოჩნდა აზბესტის შემცველი ძველი მასალები. იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში თბილისის წყალარინების სისტემაში მილსადენები სხვადასხვა მასალებისგან, მათ შორის, აზბესტისგან (https://shorturl.at/GRrhQ) იყო დამზადებული (https://sl1nk.com/4rs3yol), სრულიად დასაშვებია იმის ალბათობა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული ქსელის განახლებისას აზბესტცემენტის მილები იქნას აღმოჩენილი.

საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ აზბესტი ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი ნივთიერებაა და მისი ზემოქმედება დაკავშირებულია მძიმე დაავადებებთან, მათ შორის, მეზოთელიომასა და ფილტვის კიბოსთან. რისკი მკვეთრად იზრდება მექანიკური ზემოქმედებისას, ჭრის, მტვრევის, ბურღვისა და გრუნტიდან ამოღების დროს. ზუსტად ამიტომ, აზბესტთან დაკავშირებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი დეტალურად მიუთითებს 2026 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში „აზბესტის საერთაშორისო რეგულირებასთან დაკავშირებით ეროვნული შესაბამისობის ზოგადი მიმოხილვა: შრომითი უსაფრთხოება, უფლება ჯანსაღ გარემოზე და ჯანმრთელობის დაცვა“ (https://shorturl.at/iPzX6), რომელშიც გამოკვეთილია არაერთი გამოწვევა, მათ შორის ის, რომ საქართველოში სრულად არ არის დანერგილი აზბესტის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები, არ არის მიღებული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დაარეგულირებდა სამუშაო სივრცეში აზბესტის ზემოქმედებისგან დასაქმებულთა დაცვას და სხვა.

რუსთაველის გამზირი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საჯარო სივრცეა, შესაბამისად, პოტენციური ზემოქმედების არეალი მხოლოდ დასაქმებულებით არ შემოიფარგლება. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის გარემოება, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სასწავლო პროცესი იწყება, სამუშაოების მონაკვეთში კი მდებარეობს პირველი კლასიკური გიმნაზია და სსიპ ქალაქ თბილისის №47 საჯარო სკოლა. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოების უშუალო სიახლოვეს ყოველდღიურად აღმოჩნდებიან ბავშვები. ბავშვები აზბესტის ზემოქმედების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია, ვინაიდან მათი სასუნთქი სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია, ხოლო აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების ლატენტური პერიოდი ათწლეულებს მოიცავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს:

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას

პირველ რიგში დაადგინონ სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს, ასეთის დადასტურების შემთხვევაში კი იმოქმედოს შესაბამისად, მათ შორის გამოირიცხოს მისი მშრალი ჭრა და მტვრევა, უზრუნველყოს დასაქმებულთა აღიჭურვა შესაბამისი დამცავი საშუალებებით, ხოლო ნარჩენი შეგროვდეს ცალკე, მარკირებულ შეფუთვაში.

მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება აზბესტის შემცველი მასალების იდენტიფიცირების და მართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე,” – წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved