• რეკლამა
  • კონტაქტი
20:17, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აზარტული თამაშის ბიზნესის დაბეგვრისას განსხვავებული მოდელი იქნება შემუშავებული – ფინანსთა მინისტრი

ალია ავტორი - ალია
15:33 11-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

“აზარტული თამაშის ბიზნესის დაბეგვრისას როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით განსხვავებული მოდელი იქნება შემუშავებული.” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ფინანსთა სამინისტრომ ამ პროგრამასთან დაკავშირებით მიიღო დავალება და ერთი კვირის განმავლობაში წარმოვადგენთ შესაბამის ხედვას, რომელიც გულისხმობს დასაბეგრი ბაზრის სრულ ცვლილებას, როგორც რაოდენობრივ, ისე სტრუქტურულ ჭრილში და წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი.
ეს მოდელი გაჟღერებულ პრინციპებთან იქნება შესაბამისობაში. ასევე, იქნება გარკვეული შეზღუდვები, რომელიც გულისხმობს ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღებას და რეკლამის აკრძალვას. ეს არის ის ჩარჩო, რომელიც არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული. ეს სექტორი ყველა ქვეყანაში მკაცრად რეგულირების შესაძლებლობას იძლევა.
ამ მოდელით საუბარია დასაბეგრი ბაზრის მთლიან სტრუქტურულ ცვლილებაზე. აბსოლუტურად სხვა მოდელი იქნება შემოთავაზებული საგადასახადო დაბეგვრის ყველა მიმართულებით, როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით. აქ შემოვა ახალი დაბეგვრის მექანიზმი ე.წ. GGR დაბეგვრა, რომელიც გულისხმობს ფსონებს შორის განსხვავებების დაბეგვრას. მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული დაბეგვრის მოდელზე საგადასახადო ტვირთი იქნება საკმაოდ მაღალი და იმ ფორმით, რომ ეს შეამცირებს მიმზიდველობას ამ სექტორში ჩართული ადამიანების მიმართ,“ – განაცხადა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ  ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ კაზინოების მომხმარებელთა ზღვარი უნდა გაიზარდოს, აიკრძალოს რეკლამირება და გაეზარდოთ გადასახადი. მეორე ეტაპზე კი საერთოდ გაუქმდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved