• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, ოთხშაბათი, 10 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

აზარტული თამაშები და საქართველო

ალია ავტორი - ალია
00:18 03-23-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

თუ დავინტერესდებით რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოში აზარტული თამაშების მიმართ, ამ კითხვას მარტივად გაეცემა პასუხი საიტების რეიტინგების შემოწმებით, სადაც მოწინავე პოზიციებს ონლაინ კაზინოების ვებგვერდები იკავებენ. აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი დაწესებულება საქართველოში მე-19 საუკუნიდან გამოჩნდა, იქ ხშირად იყრიდნენ თავს მაშინდელი ელიტის წარმომადგენლები. ყველამ კარგად ვიცით ის ფაქტიც, რომ აკაკი წერეთელს საკმაოდ უყვარდა მსგავსი გასართობები. საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებში აზარტული თამაშები აკრძალული იყო, 1992 წელს კი აზარტული თამაშების კანონით დარეგულირების საკითხი დადგა დღის წესრიგში.

გემბლინგი – აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქოლოგიური დარღვევაა, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება იგივე – Gambling Disorder ფსიქოლოგიურ დარღვევათა ნუსხაში შეიყვანა. ზოგიერთი ადამიანი აზარტულ თამაშებზე ხდება ისეთივე დამოკიდებული როგორც ვთქვათ, ალკოჰოლსა თუ ნარკოტიკზე და დგებიან უამრავი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე. 

ფსიქოლოგების აზრით თუ ადამიანი თამაშობს იმისთვის, რომ რეალობას გაექცეს, არ შეუძლია ქცევის კონტროლი, ვერ იმორჩილებს თავს და საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ ჯანმრთელობას ასევე თავისივე სოციუმთან ურთიერთობებს, ესეიგი მას ადიქციის (დამოკიდებულების) დიაგნოზი შეგვიძლია დავუსვათ.

საქართველოში ბოლო პერიოდში საკმაოდ მომრავლდა სამორინეების, სლოტ კლუბებისა და ტოტალიზატორების რიცხვი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამას დამღუპველად აღიქვამს, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს იმას, რომ ამ დაწესებულებების უმრავლესობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში საკმაოდ აქტიურად მუშაობს. 

გასართობებში არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია: სლოტების თამაში, პოკერი, ონლაინ კაზინო, ყველაფერია იმისთვის, რომ მოდუნება ვერ მოასწრო. მოთამაშეების ფსიქოლოგია ასეთია: მათ მოსწონთ როდესაც რეალობას ამ გზით გაურბიან, რადგან თამაშის პროცესში მათი განწყობა ამაღლებულია, თუმცა პროცესის დასრულებისთანავე მეტად და მეტად უჭირთ ყოველდღიურობაში დაბრუნება. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანის დახმარება, ერთ-ერთი რთული პროცესია, თუმცა საბოლოო ჯამში რეაბილიტირებას ექვემდებარება.

ლას ვეგასი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის საოცნებო ადგილი და ნამდვილი მაგნიტია, როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს, ამბობენ, რომ იქ იმაზე ბევრად მეტი ლოცვაა წარმოთქმული ვიდრე მექასა და მედინაში. გემბლინგით გატაცებას 21-ე საუკუნის დაავადებადაც მოიხსენიებენ, რადგან ლუდომანიით დაავადებული ადამიანების რიცხვი დღითიდღე მატულობს. ადამიანებს მოსწონთ იმ პერსპექტივის წარმოდგენა, რომ ერთ ღამეში შესაძლოა ძალიან ბევრი ფული იშოვონ, იწყებენ იღბლის გამოცდით, რამდენად გაუმართლებთ, თუმცა ავიწყდებათ რომ იმაზე ბევრად მეტს აგებენ ვიდრე პირიქით და ბოლოს სავალალო შედეგებამდე მიდიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

12:26 12-10-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა

15:51 12-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved