• რეკლამა
  • კონტაქტი
18:42, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აზარტული თამაშები არ ქმნის იმხელა დოვლათს ეკონომიკაში, რამხელა პრობლემებსაც ქმნის – ანდრია გვიდიანი

ალია ავტორი - ალია
15:56 11-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ონლაინ კაზინოების აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას აფასებს და აცხადებს, რომ მისასალმებელია.

ექსპერტის შეფასებით, აზარტული თამაშები არ ქმნის იმხელა დოვლათს ეკონომიკაში, რამხელა პრობლემებსაც.

ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გონივრული რეგულაციების ჩარჩო შეიქმნას აზარტული თამაშებისთვის და საერთაშორისო გამოცდილება იქნეს გაზიარებული.

„პირველ რიგში მისასალმებელია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა. როგორც ვიცით მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, შესაბამისად დღეს უკვე პრემიერმა დააანონსა ცვლილებები და ახალი ხედვა ონლაინ თამაშებთან დაკავშირებით.

ზოგადად ეს პრობლემა ბევრი წლის განმავლობაში დღის წესრიგში დგას. ვიცით, რომ ზოგადად ონლაინ, აზარტულ თამაშებს ბევრი სოციალური თანმხლები პრობლემები ახლავს, ისეთი როგორიც არის ოჯახების ნგრევა, ვალების აღება მოსახლეობის მხრიდან და სხვა ნეგატიური ფაქტორები.

რაც შეეხება წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, აზარტული თამაშები არ ქმნის იმხელა დოვლათს ეკონომიკაში, რამხელა პრობლემებსაც ქმნის. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ გონივრული რეგულაციების ჩარჩო შეიქმნას აზარტული თამაშებისთვის და საერთაშორისო გამოცდილება იქნეს გაზიარებული ამ თვალსაზრისით იმდენად, რამდენადაც აზარტული თამაშების ბრუნვა, რომელიც დღეს არსებობს, საკმაოდ დიდია, რამდენიმე მილიარდს აჭარბებს და მნიშვნელოვანია შესაბამისი რეგულირების ჩარჩოების შედეგად ის თანხები, რომელიც არანაირ ეკონომიკურ დოვლათს არ ქმნის, ჩაერთოს ისევ ეკონომიკურ აქტივობაში.

იცით, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც მოხდა აზარტული თამაშების რეგულირება, პრაქტიკა გვაქვს, სადაც აზარტული თამაშების სფეროდან თანხებმა გადაინაცვლა ეროვნულ დანაზოგებში და შესაბამისად, საბანკო არხების გავლით ეს თანხები კონვერტირდა როგორც ინვესტიცია.

აქედან გამომდინარე, აზარტული თამაშების აკრძალვის შეზღუდვის შედეგად ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება, უფრო პროდუქტიული აქტივობის სახით და არა იმ აბსოლუტურად არაფრის მომცემი ბრუნვის სახით, რომელიც დღეს არსებობს ამ თამაშების სახით“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved