ევროპის სახალხო პარტიის და თანამოაზრეთა ჯგუფმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე საგანგებო რეზოლუცია მიიღო.
ევროპის სახლხო პარტია გმობს მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევას, უკანონო დაკავებას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას მომიტინგეების მიმართ და ევოსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს “ოცნების” წინააღმდეგ საგანგებო ზომების მიღების მოთხოვნით მიმართავს.
epp მოუწოდებს “ოცნებას”, შეწყვიტოს პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ კონსტიტუციური სამართალწარმოება, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიები, პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეები პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ციხიდან პოლიტიკური პატიმრები.
რეზოლუცია აევე მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს და მსგავსი შეხედულებების მქონე საერთაშორისო პარტნიორს, გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტები, მათ შორის ევროპის საბჭოს GRECO და Moneyval, რათა გამოიძიონ საქართველოში კორუფციისა და ფულის გათეთრების ბოლოდროინდელი გახმაურებული საქმეები.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საბოლოო ანგარიშის გათვალისწინებით,
გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაუარესების და საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ მიღებული რეზოლუციების გათვალისწინებით,
2023 წლის 14 და 15 დეკემბრის სამიტზე ევროპის საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის (EU) კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გათვალისწინებით,
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, რომელიც მოითხოვს ყველა შესაძლო ზომის განხორციელებას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად,
epp გმობს, მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევას, უკანონო დაკავებას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რომლებიც მონაწილეობდნენ უწყვეტ მშვიდობიან პროტესტებში 2024 წლის 28 ნოემბრიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში;
რეზოლუცია გმობს სამოქალაქო საზოგადოებაზე, თავისუფალ მედიასა და აკადემიურ ინსტიტუტებზე განხორციელებულ თავდასხმებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის, კრიტიკული ჟურნალისტიკისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მიზნით;
რეზოლუცია გმობს პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების პოლიტიკურ რეპრესიებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს;
რეზოლუცია გმობს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას იმიტირებული საკონსტიტუციო სასამართლო პროცესის მეშვეობით, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის გაჩუმებას;
რეზოლუცია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შეწყვიტოს სასამართლო სისტემის პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალებად გამოყენება;
რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიები და აღადგინოს ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემა;
რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ კონსტიტუციური სამართალწარმოება, როგორც საქართველოს დემოკრატიული და ევროპული კრედიტების განადგურების და ერთპარტიული დიქტატურის განმტკიცების ნაბიჯი;
რეზოლუცია მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს და მსგავსი შეხედულებების მქონე საერთაშორისო პარტნიორს, გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტები, მათ შორის ევროპის საბჭოს GRECO და Moneyval, რათა გამოიძიონ საქართველოში კორუფციისა და ფულის გათეთრების ბოლოდროინდელი გახმაურებული საქმეები;
რეზოლუცია მიუთითებს ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებზე, რომლებშიც ხაზგასმულია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და რომელსაც მონიტორინგის ქვეშ ახორციელებენ გულმოდგინე საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი.














კომენტარები