რუსთავში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ავტომობილში 50 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც გარდაცვლილი კაცის ოჯახის ახლობელი აცხადებს, შუა ხნის კაცი ავტომობილის მართვისას შეუძლოდ გახდა, ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადააყენა და გააჩერა, რათა წამალი დაელია, თუმცა ვერ მოასწრო და მოულოდნელად გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
წყარო: ინფო რუსთავი
კომენტარები