• რეკლამა
  • კონტაქტი
07:49, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ავტომატით, ხანჯლით და ნიღბებით იყვნენ“ – კახეთში ოჯახს ბანკიდან სესხად აღებული 50 000 დოლარი წაართვეს და სასტიკად გაუსწორდნენ

ალია ავტორი - ალია
12:32 08-31-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,121

ყაჩაღობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში – სოფელ მაღაროში ოჯახს ფული წაართვეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. უსუფაშვილების ოჯახს 5 შეიარაღებული პირი შეუვარდა და მამა-შვილი სასტიკად სცემა.

80 წლამდე ასაკის ზაურ უსუფაშვილს სახესა და სხეულის სხვადასხვა არეში სილურჯეები აღენიშნება.

დაზიანებები აქვს მიღებული მის შვილს, დავით უსუფაშვილსაც, რომელსაც მკურნალობის კურსი ამ დრომდე უგრძელდება.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ავტომატითა და ხანჯლით შეიარაღებული პირები, ნიღბებით იყვნენ და მათი ვინაობა მისთვის უცნობია.

„ხუთნი იყვნენ, ერთი აივნის ქვეშ დადიოდა. ორი ჩემს შვილთან იყო, ორი ჩემთან შემოვიდა, ავტომატი ჰქონდათ და ხანჯლისმაგვარი რაღაც. ეგრევე ბალიშს ეცნენ, იარაღი თუ გაქვთო. ფულს ითხოვდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. ნიღბებით იყვნენ, მხოლოდ თავები უჩანდათ”- ჰყვება მამაკაცი.

თავდამსხმელებმა ოჯახიდან, მზესუმზირის ბიზნესის გაფართოებისათვის ბანკიდან სესხად აღებული 50 000 დოლარის ოდენობის თანხა წაიღეს, გატაცებულია ოქროს ნივთებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179- ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved