ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავსტრიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კარლ ნეჰამერი ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირველი ლიდერია, რომელიც პუტინს უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირადად ხვდება.
შეხვედრამდე ნეჰამერმა თქვა, რომ შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებს.
ცნობისთვის, პუტინთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე, 9 აპრილს, ის კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
კომენტარები