ზვავი ავსტრიაში – მოთხილამურეთა ჯგუფი სტიქიის ზონაში მოყვა, სადაც თოვლის საფარქვეშ ამ დრომდე 10 ადამიანი რჩება. მედიის ინფორმაციით, ზვავი 25 დეკემბერს დილით ჩამოწვა, მანამდე კი მთის სადგურთან, ღია სათხილამურო ზონაში საფრთხე გამოცხადდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თოვლში ახალგაზრდებს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო ოპერაციაში 100-მდე ადამიანია ჩართული, ოპერაციაში მონაწილეობენ ძაღლები და ვერტმფრენებიც.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა და ის კლინიკაშია გადაყვანილი.














კომენტარები