ავსტრია კარანტინის რეჟიმიდან ლოკდაუნზე გადავიდა. ეს ზომა 6 დეკემბრამდე იმოქმედებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ისევე როგორც პანდემიის დასაწყიში, ავსტრიელები სახლის დატოვებას სამსახურის, აუცილებელი საყიდლების შესაძენად და ვარჯიშის მიზნით შეძლებენ.
ლოკდაუნის ფარგლებში, თითქმის ყველა მაღაზია დაიკეტა, გარდა სუპერმარკეტებისა. მუშაობას განაგრძობენ ასევე აფთიაქები და ბანკები.
კომენტარები