ავსტრალიაში კაცი კენგურუს თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. პოლიცია აცხადებს, რომ 77 წლის კაცს გარეული ცხოველი – კენგურუ – სახლში შინაურ ცხოველად ჰყავდა.
კაცი ნათესავება მძიმე დაზიანებებით ორშაბათს საკუთარ სახლში იპოვეს. მის დასახმარებლად მისულ მედიკოსებს კენგურუმ ხელი შეუშალა, პოლიცია იძულებული გახდა ესროლათ მისთვის.
“კენგურუ მუდმივ საფრთხეს უქმნიდა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ავსტრალიაში დაახლოებით 50 მილიონი კენგურუ ცხოვრობს, მაგრამ თავდასხმები იშვიათია. ეს არის პირველი ფატალური შემთხვევა ავსტრალიაში 1936 წლის შემდეგ.
კომენტარები