ავსტრალიამ რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ CNN იუწყება.
მთლიანობაში, სანქციები 33 ადამიანს დაეკისრა, მათ შორის არიან საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი და გაზპრომის აღმასრულებელი დირექტორები ალექსეი მილერი და დიმიტრი ლებედევი.
„დღეს გამოცხადებული სანქციები აძლიერებს ავსტრალიის ვალდებულებას სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დააგროვეს უზარმაზარი პირადი სიმდიდრე და აქვთ ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან და ვლადიმერ პუტინთან“, – აცხადებენ ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.














კომენტარები