ავსტრალია კომპანია Merck Sharp & Dohme-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ პრეპარატს, Molnupiravir-ს შეიძენს, რომელიც ჯერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ დაუმტკიცებიათ.
პირველ ეტაპზე, ქვეყანა Molnupiravir-ის 300 ათასი კურსისთვის საჭირო რაოდენობას შეძენას გეგმავს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ, კლინიკური კვლევის შუალედური შედეგების თანახმად, პრეპარატი კოვიდპაციენტების სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის რისკებს, დაახლოებით, 50%-ით ამცირებს.
კომენტარები