• რეკლამა
  • კონტაქტი
11:56, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ავიღებ პასუხისმგებლობას, გადავდგები, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ სიკვდილიანობა დღეში 7-ზე მეტი იქნება” – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
00:20 09-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ჩვენთანაც გარდაცვლილთა რიცხვი არ იყოს 9-ზე მეტი. უფრო მეტიც, არ იყოს 5,6,7-ზე მეტი. ჩვენ უდიდესი ძალისხმევით, ისე რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, შევამცირეთ გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აიღებს პასუხისმგებლობას და გადავდგები, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ სიკვდილობა 7-ზე მეტი იქნება.

„არ გვინდა ეს საქართველო? – ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ჩვენთანაც გარდაცვლილთა რიცხვი არ იყოს 9-ზე მეტი. უფრო მეტიც, არ იყოს 5,6,7-ზე მეტი. ჩვენ უდიდესი ძალისხმევით, ისე რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, შევამცირეთ გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია. მხედველობაში მაქვს დეფიციტური მედიკამენტების მოპოვება, შემოტანა ისეთების, რომელიც მსოფლიოს სულ 2-3 ქვეყანაში გამოიყენება, ბრიტანეთში, იტალიაში, გერმანიაში და სხვაგან ჯერ არც არის. ეს არის ექიმების მაქსიმალური თავგანწირვა. დღე და ღამე არ ტოვებენ კლინიკებსა და რეანიმაციებს. ამის ხარჯზე გავანახევრეთ სიკვდილობა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ რომ დღეს ვაქცინირებული ვიყოთ, მივაღწიოთ ქვეყნის 2/3-ის ვაქცინირებას და თუ ჩვენი სიკვდილობა იქნება, რაც არის ისრაელში – 6,7,8 შემთხვევაზე მეტი, მზად ვარ პასუხცი ვაგო. საერთოდ, ეს სიტყვა, რომ პასუხისმგებლობას ვიღებ, ჩვენთან ცოტა ფასდაკარგულია და არაფერს ნიშნავს, სიტყვას ნიშნავს მხოლოდ. მე ავიღებ პასუხისმგებლობას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადავდგები, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ ჩვენთან სიკვდილობა იქნება 6-ზე ან 7-ზე მეტი.

თითოეული დაკარგული ადამიანი არის ჩაწყვეტილი სიმი ქვეყნის ცხოვრებაში, უდიდესი გულისტკივილი ოჯახის წევრებისთვის. რამხელა გულისტკივილს გამოხატავენ ოჯახის წევრები და „ფეისბუქი“ სავსეა გულშიჩამწვდომი, რომ აგეტირება ისეთი პოსტებით ადამიანებზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved