კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას გზის მონაკვეთზე, თბილისის სენაკის ავტობანზე ფეხით მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც “რუსთავი 2”-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის შემდეგ მძიმედ დაშავებულს და შუა გზაზე მიტოვებულს რამდენიმე გამვლელმა ავტომობილმა გადაუარა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
თბილისი-სენაკის გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივია.
კომენტარები