თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წმ.ნიკოლოზის ეკლესიასთან, 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. “მთავარის” ინფორმაციით, შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მომხდარს შსს-ც ადასტურებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები