ცოტა ხნის წინ იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახახულევთან ავარია მოხდა.
მიკროავტობუსი, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და არხში ჩავარდა.
დაშავებულია ათამდე ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები ლიტვიდან არიან. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაჰყავთ.
ავარიის შედეგად მსხვერპლი არ არის.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამედიცინო ბრიგადები.
კომენტარები