ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე – ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
არსებული ინფორმაციით, დამტვრეულია ოთხი მანქანა. კადრებში ჩანს, რომ ძლიერი შეჯახების გამო, მანქანები გზის მეორე მხარეს ყრია. დაშავებულ მგზავრებს კლინიკაში მკურნალობენ. არსებული ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები