• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(აუდიო) – სკანდალური ჩანაწერი – ტრამპი ჯორჯიას შტატში არჩევნების შედეგების შეცვლას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
17:28 01-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

კვირას გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი წინა დღით, ჯორჯიის შტატის მდივანს, რესპუბლიკელ ბრედ რაფენსპერგერს ესაუბრა. დონალდ ტრამპი მას არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლას სთხოვდა და ამ მიზნით, შტატის ოფიციალურ პირზე ზეწოლას ახორციელებდა.

“აი, შეხედე, მე რაც მინდა, სულ ეს არის. მინდა, რომ მხოლოდ 11 780 ხმა იპოვო… რადგან ჩვენ შტატი მოვიგეთ” – ეუბნება პრეზიდენტი ბრედ რაფენსპერგერს. შემდეგ კი შეახსენებს მას, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯიაში ხმების გაყალბება მოხდა, ეს კი დანაშაულებრივი ქმედებაა.

ჩანაწერი “ვაშინგტონ პოსტმა” მოიპოვა და გამოაქვეყნა.

ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტი ხან შეურაცხყოფას აყენებს ჯორჯიის შტატის ოფიციალურ პირს, ხან აქებს მას. პრეზიდენტი მაინც არ აღიარებს, რომ ჯორჯიაში ხმების სამჯერ გადათვლის შედეგად, შტატი მისმა დემოკრატმა ოპონენტმა, ჯო ბაიდენმა მოიგო. ტრადიციულად რესპუბლიკური შტატი 1992 წლის შემდეგ დემოკრატს არ მოუგია.

კვირას ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა: “გუშინ ვესაუბრე ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგერს ფულტონის საგრაფოზე და ჯორჯიაში გაყალბებულ არჩევნებზე. მან არ ისურვა, ან ვერ შეძლო ეპასუხა ისეთ კითხვებზე, როგორიცაა ‘მაგიდის ქვეშ შეწყობილი’ ბიულეტენების ხრიკი, ბიულეტენების შეფერხება, სხვა შტატის ‘ამომრჩევლები’, კენჭისყრაში მონაწილე მიცვალებულები და სხვა. მას წარმოდგენა არ აქვს”!

რამდენიმე საათში პრეზიდენტს რაფენსპერგერმა “ტვიტერზევე” უპასუხა. “პატივისცემით, პრეზიდენტო ტრამპ, რასაც თქვენ ამბობთ, სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე გამოაშკარავდება”.

შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მიხედვით, ამერიკელებმა არაპირდაპირი კენჭისყრის წესით, ხმა დემოკრატ ჯო ბაიდენს მისცეს. მან მოიპოვა როგორც უშუალოდ ხმების უმეტესი რაოდენობა, ისე საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმები (306-ით 232), რაც ამერიკაში გადამწყვეტია. ჯორჯიის შტატში ბაიდენმა თექვსმეტივე ელექტორის ხმა მოიგო.

ოთხშაბათს, შეერთებული შტატების კონგრესი ბაიდენის მოგებას გაერთიანებულ სხდომაზე ფორმალურად დაამტკიცებს. სხდომის თავმჯდომარე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იქნება. რესპუბლიკელ კანონმდებელთა მცირე ნაწილი ამბობს, რომ სერტიფიცირების წინააღმდეგ წავა.

ვაშინგტონში მოელიან, რომ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელების მცდელობა ჩავარდება. ბოლო ორ თვეში ტრამპის კამპანიის ათეულობით საჩივარი გაქარწყლდა როგორც შტატების დონეზე, ისე უზენაეს სასამართლოში. უმეტეს შემთხვევაში, მიზეზი მტკიცებულებების არქონა იყო.

პრეზიდენტ ტრამპის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს აკრიტიკებენ როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები. მისი მოტივი ბევრისთვის გაუგებარია, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ამას დამატებითი სახსრების მოსაზიდად აკეთებს.

საქმე იმაშია, რომ ჯორჯიის შტატი ტრამპს რომც მოეგო, ეს არჩევნების შედეგებს არ შეცვლის. ბაიდენს მაინც ექნება კოლეგიის წევრთა 270-ზე მეტი ხმა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მოგებისთვისაა აუცილებელი.

ზოგი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ჯორჯიის შტატში სენატორთა არჩევნების მეორე ტურის მოსაგებად ხდება. ჯორჯიის შტატში გამარჯვება სენატზე კონტროლის ბედს გადაწყვეტს. წარმომადგენელთა პალატას დემოკრატები აკონტროლებენ და მისი სპიკერი კვლავ დემოკრატი ნენსი პელოსია.

არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა “სასოწარკვეთის ხმა” უწოდა პრეზიდენტის აუდიოჩანაწერს. პროფესიით იურისტი კალიფორნიის ყოფილი გენერალური პროკურორი ამბობს, რომ ეს “შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან, ძალაუფლების უხეში გადამეტებაა”.

“სრულიად აღმაშფოთებელი” უწოდა ამ ფაქტს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ილინოისის შტატიდან, ადამ კინზინგერმა. გუშინ მან “ტვიტერზე” დაწერა, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრისთვის შეუძლებელი უნდა იყოს არჩევნების შედეგების წინააღმდეგ “სუფთა სინდისით” წასვლა.

მას შემდეგ, რაც კონგრესში კენჭისყრის შედეგები დამტკიცდება, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე ფიცს დადებენ. ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: აშშტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved