• რეკლამა
  • კონტაქტი
18:18, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აცრილია თუ არ არის აცრილი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ზიარებისთვის” – მეუფე ნიკოლოზი

ალია ავტორი - ალია
10:51 01-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

ახალციხის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ სასურველია, აცრილმა და აუცრელმა ადამიანებმა მშვიდობიანად თანაცხოვრება და ერთმანეთის პატივისცემა შეძლო.

როგორც მეუფემ მაკა რაზმაძის საავტორო გადაცემაში, “ჩაი” სტუმრობისას განაცხადა, ზიარებისთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ადამიანი ვაქცინირებულია თუ არა. მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ აცრის მოტივაცია სამ ნაწილად დაიყოს. 

“ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვთქვით ჩვენი აზრი.  ჩვენ ვთქვით, რომ აცრა, აუცრელობა, ეს ავადმყოფობა სრულებით არ არის რელიგიური შინაარსის მატარებელი. აცრას და აუცრელობას არ შეიძლება ჰქონდეს რელიგიური მოტივაცია ჰქონდეს. აცრილია თუ არა ადამიანი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ზიარებისათვის. 

ვისაც უნდა აიცრას, ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება. ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს. აცრის მოტივაცია სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს.
პირველი – რელიგიური მოტივაცია, ეშმაკის არის თუ არა და არავითარი რელიგიური მოტივაცია აცრას არ გააჩნია.

მეორე – ეს არის სამედიცინო მოტივაცია. ყველა ადამიანმა  თავის პირად ექიმთან უნდა გაარკვიოს რამდენად საჭიროა მისთვის აცრა, თუ არ არის საჭირო, შეიძლება თუ არ შეიძლება. 

მესამე – სოციალური ფონი. რაღაც ტიპის დაწესებულებებია, ქვეყნებია, სადაც ვერ მოხვდები თუ აცრილი არ ხარ. ჩვენ თუ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, კარგად უნდა გავარკვიოთ, რისი უფლება გვაქვს და რისი არა, რა გვინდა და რა არ გვინდა, ასევე. ერთმანეთის სურვილებს ანგარიში უნდა გავუწიოთ. თუ მე არ მინდა, რომ ავიცრა, ანგარიში უნდა გამიწიოთ და მეც პატივი უნდა ვცე თქვენს გადაწყვეტილებას თუ გინდათ, რომ აიცრათ.

ვფიქრობ, აცრილებმაც და აუცრელებმაც ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. არ შეიძლება ადამიანს რამე დააძალო, არც აცრა და არც აუცრელობა. ტოლერანტულები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ვთქვათ, თუ მე არ ვიცრები, არ ვარ ბნელი და თუ შენ იცრები, არც შენ ხარ ბნელი.  ორივე აზრი მომისმენია, ძალიან აგრესიული და ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი თანაცხოვრება გვქონდეს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved