• რეკლამა
  • კონტაქტი
13:11, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აცრიდან ზუსტად 2 წუთში, დამეწყო განცდა რომ ვერ ვსუნთქავ, დავბუჟდი და ნერწყვს ვერ ვყლაპავ… ნახეთ, რა მოხდა…” – თათული ედიშერაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:52 07-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

მსახიობი, თათული ედიშერაშვილი:

პოსტი დასათაურებით

“როგორ ვმართო ემოციურობა და ერთი აბი ვალიდოლი”

გადავხედე წარსულში თეთრხალათიანებთან ისტორიებს და ქრონოლოგიურად მოვყვები რადგან ბოლო ამბავი რისთვისაც მომინდა პოსტის დაწერა კეკლუცობად არ ჩამომართვათ.

2010 წელს როცა ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე პირველ შვილზე მეორე დილით როცა გავიღვიძე ენა დასიებული მქონდა, ბევრი წვეთების”კაპლები”ის სმით რადგან შიშით და არა ტკივილით ვიმეორებ შიშით გული მიმდიოდა და გონებას ვკარგავდი.

დავით გაგუამ შენ ვინ ყოფილხარ ტელევიზორში რამხელა გული გაქვსო. მერე კიდევ მივაკითხე, ძალიან მოკლედ ვყვები უბრალოდ ფაქტებს ავღნიშნავ, ისე ბევრად კომიკური იყო ის ყველაფერი რაც გამოვიარე.

მერე იყო ამბავი ჩემი “დივერტიკულიტი”ის (მუცლის ღრუში ნაწლავის პრობლემა, მარტივად რომ ავხსნა) გადავწყვიტე რომ რაღაც მოურჩენელი მჭირდა და ჩემს მკურნალ ექიმს ხატზე დავაფიცე რომ გადავრჩებოდი მაგრამ ისე მიშლიდა ნერვებს რომ ეღიმებოდა ყოველ პალატაში შემოსვლისას ჩემს ნამტირალებ სახეზე. გადამარჩინა და მაგარი ბიჭია. მადლობა მას

მერე ავიტეხე ფილერი უნდა გავიკეთთოთქო და შევუდექი საქმეს. (კი ვისაც გაინტერესებდათ ჩამოწეული ცხვირის წვერი ავიწიე და ძალიანაც მომწონს).რომ გამოვედი კლინიკიდან საჭესთან რომ დავჯექი გული ვერ დავიწყნარე ნახევარი საათი აქაც ვინერვიულე. გული ამოვარდნას მქონდა.თან იარაღად გამოვიყენე უკანა ხედვის სარკე და თავს ვარწმუნებდი ძაან ლამაზი ვართქო. ამასობაში ვალიდოლიც გადნა ენის ქვეშ და მანქანის გასაღებიც გადავატრიალე.

ცოტა მაინც მიხვდებოდით ჩემს “მამაც” ხასიათს. თან აქ ძაააალიან კორექტული ვარ. და მივედი ფოტომდე რომ ვაზიარებ ამ პოსტთან ერთად. მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცოდი და ახლაც ასე მჯერა ვაქცინა აუცილებლად უნდა გამეკეთებინა მთელი რიგი არგუმენტებით და მომავლის იმედით რომ ვაქცინა გადაგვარჩანეს. ძალიან მომზადებული გამოვცხადდი იმაზე ფიქრით რომ ჩემს თვალწინ გახსნიან ფაიზერის ჩემს წილ დოზას კარგად წავიკითხავ თვალით ვანიშნებ “მიდითქო” . ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა.

ნემსის გაკეთებიდან ზუსტად 2 წუთში ალბათ წამალიც ვერ შეაღწევდა ორგანიზმში სკამზე ჩამოსკუპებულს დამეწყო განცდა რომ ვერ ვსუნთქავ, დავბუჟდი და ნერწყვს ვერ ვყლაპავ.

ეგრევე დამავლო ხელი ჩემმა ბიჭუნამ და შემაქანა ოთახში. ნახეთ რა მოხდა – ერთი აბი ვალიდოლი ენის ქვეშ და ღიმილიც დავიწყე. არადა დარწმუნებული ვიყავი ანტივაქსერების დამოძღვრებს ვატარებდი და არც ვუსმენდი. ქვეცნობიერში მაინც შეუღწევია და თავისი ქნა. არაფერი გადასარევად ვგრძნობ თავს და თუ გამოგადგებათ ეს ამბავი იმისთვის რომ ემოციურად არ განეწყოთ და მშვიდათ მიიღით ასე ნანატრი კოვიდზე აცრა კარგი იქნება.

ეს ბიჭი მიშკაა ვინც არ იცით. საჯაროობა არ უყვარს მაგრამ ნახევარი სახე მაინც არ უჩანს და გავუბედე. დღეს მეორე დოზა გაიკეთა და უმშვიდესია როგორც ყოველთვის. ააა, ხოოო ალბათ ამ ბიჭის ამბავიც არის ჩემი გულის პრანჭვები. ისე პრინცესულად ამიტატა კლინიკის მოსაცდელში და მიმაწვინა პალატაში საწოლზე კითხვაც არ დაუსვამს თუ შეიძლებოდა.ეგეც ქვეცნობიერია რა. აბა არ წამომყოლოდა თუ გავხდებოდი ცუდათ?! ხოდა დაე ვსვა ბევრი ვალიდოლი და ვინავარდო დიდ ხანს.

#ვაქცინაიცავს!!!

წარმატებას გისურვებთ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved