პოლიტილოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„აცრა არის შველა, გადარჩენა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ ეს განწყობა დაენერგა ხალხში. ნაცვლად ამისა, მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამო, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი ლამის გმირობის ტოლფასად იქცა. აქ ვხედავ “თავგანწირულ” შეძახილებს “მე ავიცრები!”, თითქოს ტანკს უვარდებოდნენ. სწორედ ამიტომ და არა ვაქცინის “უვარგისობის”, ან ერთეულოვანი გართულებების გამო არის მენეჯმენტი უვარგისი. არ ვიცი კიდევ რა ფორმით ავხსნა ძალიან მარტივი ჭეშმარიტება…“
კომენტარები