ბლოგერი ლევან ყურაშვილი:
,,ქოცებმა რაღაც მომენტში ჩათვალეს, რომ ვიქტორ ორბანი ყოვლისშემძლეა და ამათ ყველაფრისგან დაიცავდა.
არაა გასაკვირი, როცა გაგნებაში არ ხარ არც საერთაშორისო სამართლის, არც საერთაშორისო მექანიზმების.
და პლუს გჯერა, რომ დაუსრულებლად შეგიძლია ებლატაო და აგინო დასავლურ ცივილიზაციას და ამისათვის პასუხს არავინ მოგთხოვს.
ახლა დგანან, ყველაფერს ველოდით, მაგრამ მაინც გაკვირვებულები ვართ, ასეთ დასკვნას არ ველოდით, მისი ფორმატიდან გავიდა კომისიაო. ჰააგაში საქმის წაღება საერთოდ ღიმილისმომგვრელია. თუ უნდათ წაიღონ, იქაც დავიცავთ ჩვენს სიმართლესო.
ოქეი, ბაზარი არაა.
ოღონდ, ანალოგიური “მოსკოვის მექანიზმით” დადებული დასკვნის საფუძველზე, გუშინ საქმე აღძრა ჰააგის პროკურატურამ, ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ.
აწი იცინეთ რამდენიც გინდათ.
ნუ, სანამ სიცილის ხასიათზე ხართ.
პ.ს. ორბანს რაც შეეხება: მაგ ორბანს, რუსეთის წინააღმდეგ 19 სასანქციო პაკეტისათვის აქვს ხმა მიცემული. ისე თხასავით გაგყიდით რაღაც მომენტში, თავის მოტრიალებას ვერ მოასწრებთ.
ნუ, ოღონდ, ჯერ ისიც ვნახოთ, აპრილში დანიშნული არჩევნების მერე, საერთოდ ხელისუფლებაში დარჩენას მოახერხებს თუ არა.“














კომენტარები