რუსი ოკუპანტები სოფელ ატოცში გამოჩნდნენ. ატოცი-კნოლევის მიმართულებით ოკუპანტი ქვეყნის ეგრედწოდებული მესაზღვეები ახალ საგუშაგოს აგებენ.
კადრებით დგინდება, რომ უკანონო ინსტალაცია რუსმა სამხედროებმა მავთულხლართებს აქეთ, ხნულებამდე გააკეთეს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ფიქრობენ, რომ შესაძლოა საქმე ახალ უკანონო ბორდერიზაციამდე მივიდეს და რუსეთმა რაიმე სახის პროვოკაცია მოაწყოს.
ყველაფრის საქმის კურსშია სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური.
სუს-ის ცნობით, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
კომენტარები