ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მიწვევით ანტალიაში მიემგზავრება, რათა რუსული ჯარების მიერ დაკავებული უკრაინის ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების საკითხი განიხილოს.
რაფაელ გროსის თქმით, ბოლო დღეებში, IAEA-მ შეწყვიტა მონაცემების დისტანციურად მიღება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურსა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული მასალის მონიტორინგისთვის შექმნილი უსაფრთხოების სისტემებიდან.
კომენტარები