• რეკლამა
  • კონტაქტი
17:28, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ათობით მილიონი დოლარი, თუ ევრო, რომელსაც საქართველო იღებდა მრავალი წლის განმავლობაში, უკვე შეჩერდა და გაიყინა – თინა ბოკუჩავა

ალია ავტორი - ალია
12:22 07-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
157

პოლიტიკური დისკუსია გრძელდება გერმანიის ელჩის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს, ოფიციალური ბერლინი კი, ამჟამად, ქვეყანასთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებს.

საელჩოს ინფორმაციით, ბოლო 32 წელიწადში, გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილია მილიარდ-ნახევარი ევრო, რაც წელიწადში, საშუალოდ, 46 მილიონია.

საელჩოს ინფორმაციით, გაწეული დახმარება, უმეტესად, სესხის სახით და კაპიტალის ბაზრისთვის გამოყოფილ სახსრებში გამოიხატა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე გაყინეს გარკვეული თანხები, რომელიც ქვეყნის დასახმარებლად იყო გამოყოფილი. მისივე თქმით, ეს პროცესი არ გაჩერდება და, სამწუხაროდ, გაგრძელდება.

“ხელისუფლებას ურჩევნია მაღალპროცენტიანი, ხალხისთვის ბევრად უფრო საზიანო სესხები მიიღოს ჩინეთიდან და სხვა წყაროებიდან, ვიდრე დასავლური ფონდებიდან, რომელთაც ყოველთვის აქვთ საუკეთესო პირობები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ათობით მილიონი დოლარი, თუ ევრო, უკვე შეჩერდა და გაიყინა, რომელსაც საქართველო იღებდა მრავალი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ამგვარი ზიანი და დანაკლისები იქნება კიდევ უფრო დიდი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ტყუილია, თითქოს, გერმანიასთან ურთიერთობების გადახედვა საქართველოს ზიანს არ მოუტანს.

“ტყუილია ის, რომ გერმანიასთან ურთიერთობების გადახედვა საქართველოს არაფერს არ აკარგვინებს და ეს არ გამოიხატება მხოლოდ ციფრებში. ეს არ არის, მხოლოდ და მხოლოდ, დაყვედრების ამბავი. ვითარებაში, როდესაც გერმანია იყო მთავარი სახელმწიფო, როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს კუთხით, როდესაც გერმანია საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო, “ქართულმა ოცნებამ” ამ პარტნიორობის დასრულებით, საქართველოს სუვერენიტეტს საძირკველი გამოაცალა”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved