• რეკლამა
  • კონტაქტი
02:27, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ათი სატრანზიტო დერეფნის მოწყობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად, შეფერხებების გარეშე გადაადგილდება

ალია ავტორი - ალია
12:15 11-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში სატრანსპორტო მიმართულებით არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, მათ შორის, პრობლემური კვანძები და ტრანსპორტის მოცდის დრო.

ამის შესახებ მან პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები გააცნო.

„დღეს არსებული გამოწვევებია: 13 პრობლემური კვანძი – ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას ქმნის. ეს იწვევს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობის ზრდას. ისინი შესაბამის ბრუნებს ვერ ასრულებენ. ტრანსპორტი საცობში არ უნდა იდგეს. ამისთვის საჭიროა ამ 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება და საავტობუსო ზოლების მოწყობის გაგრძელება; ავტობუსების მოცდის დროის კიდევ უფრო შემცირება 18-დან რვა წუთამდე – საშუალოდ მოცდის დრო 18 წუთია, თუმცა, არსებობს უბნები, სადაც ადამიანებს ლოდინი ნახევარი საათი ან 40 წუთი უწევთ; ასევე, გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით 30%-ით ნაკლებ დროში გადაადგილების შესაძლებლობის შექმნა. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი ავტობუსების დამატება და საავტობუსო ზოლების მოწყობა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით – ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს და რაც შეიძლება ნაკლებმა გამოიყენოს კერძო ავტომობილი, განსაკუთრებით სამუშაო დღეებში; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი ტევადობის გაზრდა 84 060 ადგილიდან 110 00 ადგილამდე – ეს შესაძლებელი იქნება ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების დამატებით; გამოწვევაა მეტროსადგურების განახლება, რასაც ასევე, უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას: 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება, რითაც შეიკვრება ათი სატრანზიტო დერეფანი; დამატებით, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა და შემოყვანა; დამატებით, 40 ახალი ვაგონი მეტროსთვის; მეტროსადგურების რეაბილიტაცია; სატრანსპორტო ნაკადების მართვის „ჭკვიანი სისტემის“ დანერგვა და ტაქსების რეფორმის III ეტაპი.

რაც შეეხება სატრანზიტო დერეფნებს, დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში ათი მსგავსი დერეფანი მოეწყობა, რის შედეგადაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად და შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.

სატრანზიტო დერეფნებია: I დერეფანი (პოლიტკოვსკაიას ქ.-გაბრიელ სალოსის გამზ.); II დერეფანი (უნივერსიტეტის ქ.-მოსკოვის გამზ.); III დერეფანი (თამარაშვილის ქ.-მოსკოვის გამზ.); IV დერეფანი (ჭავჭავაძის გამზ. – ხიზანიშვილის ქ.); V დერეფანი (ვაჟა-ფშაველას გამზ. -გაბრიელ სალოსის გამზ.); VI დერეფანი (უნივერსიტეტის ქ. – კუპრაძის ქ.); VII დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. – კუპრაძის ქ.); VIII დერეფანი (თავდადებულის ქ. – სადგურის მოედ.); IX დერეფანი (თავდადებულის ქ. – უნივერსიტეტის ქ.); X დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. – უნივერსიტეტის ქ.) დასრულდება 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა.

„10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკისთვის და მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ავტობუსი და მიკროავტობუსი დედაქალაქში კიდევ უფრო სწრაფად, შეფერხებების გარეშე გადაადგილდებოდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved