• რეკლამა
  • კონტაქტი
21:50, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ალია ავტორი - ალია
17:21 12-22-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181
ათასწლეულის გამოწვევის 2023 წლის კონკურსის პირველი ადგილი და  მთავარი პრიზი – NASA-ს  საზაფხულო სკოლაში გამგზავრება – გუნდმა “TerraTech“ მოიპოვა. მაღალტექნოლოგიური, ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი მოსწავლეებმა მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად შექმნეს. თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის და სენაკის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში, 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება.
მეორე ადგილის მფლობელი თბილისის N199 საჯარო სკოლის  გუნდი „FSTF (From Seeable To Feelable)“ გახდა. გუნდის წევრები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით,  სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) „iD Tech“ ტექნოლოგიების ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას. მოსწავლეების მიერ შექმნილი პორტატული მოწყობილობა ნაბეჭდ ტექსტებს უსინათლო ადამიანებისთვის ბრაილის შრიფტით თარგმნის.
მესამე ადგილი და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN), შვეიცარიაში სასწავლო ვიზიტი მოიპოვა გუნდმა „Optical Visionaries”. თბილისისა და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა შექმნა რობოტი ოფთალმოლოგი, რომელიც მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას და უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას. გამარჯვებულები შვეიცარიაში ლიბერთი ბანკის დაფინანსებით გაემგზავრებიან.
“ლიბერთი უკვე მესამე წელია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში STEM მიმართულების განვითარებას.  ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს ახალგაზრდა თაობა აქტიურად ზრუნავს გარემოს დაცვაზე, შრომის უსაფრთხოებაზე და შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველა გამარჯვებული იდეა ემსახურება ადამიანებისთვის უსაფრთხო  გარემოს შექმნას, რაც განსაკუთრებულად დასაფასებელია”, – განაცხადა თამარ ზაქარიაძემ,   ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა.
გუნდი „Halove” კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა და მისი წევრები სასწავლო ვიზიტით EPAM ლიეტუვას ესტუმრებიან.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2013 წლიდან ვახორციელებთ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაციას. მასში უკვე 3000 მოსწავლეს აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელთა უმრავლესობა STEM დარგებს უკავშირებს თავის მომავალს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ყველა მხარდამჭერს. მათი ხელშეწყობით, წელს კონკურსში გამარჯვებული ოთხი გუნდი აშშ-სა და ევროპის საუკეთესო STEM პროგრამებში მიიღებს მონაწილეობას.“ – განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
„სამინისტროს პრიორიტეტია ხელი შეუწყოს მსგავს ინიციატივებს, დაანახოს ახალგაზრდებს თუ რა პოტენციალი არსებობს STEM პროფესიებში. კონკურსში მონაწილეთა უმეტესობა საკუთარ პროფესიას სწორედ STEM დარგებში აგრძელებს, რაც უდავოდ ძალიან დიდი მიღწევაა. მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები კიდევ უფრო პოპულარული გახდეს ჩვენს ახალგაზრდებში,“ – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით წელს მეცხრედ ჩატარდა.
„აშშ საელჩო საქართველოში 2014 წლიდან მხარს უჭერს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური პროექტების და იდეების განხორციელების წახალისება. ძალიან ვამაყობთ ამ კონკურსით და მოხარულნი ვართ, რომ ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობას იღებს როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლების მოსწავლეები,“- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა.
წელს კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსის, ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო დარგებში წარმოადგინეს. კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ, საქპატენტმა, ჯეოლაბმა, აკადემია „ლეტერატომ“ და კომპანია allmarket.ge-მ ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები პრიზებით დააჯილდოვეს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსი ყოველ წელს ტარდება და მასში 13-18 წლის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. დეტალებისთვის იხ.: www.millennium.org.ge

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved