აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე დაამტკიცა
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ყაველაშვილმა და კობახიძემ 23 აპრილს წარადგინეს. ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს მანამდეც, 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე იკავებდა. ამ დროისთვის ის აზერბაიჯანში საქართველოს ელჩია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა
















კომენტარები