სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს ერას მოედანზე ნაგვის ურნიდან ნაგავი თავზე დააყარეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კობა ხაბაზი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს „ნაციონალურ მოძრაობასთან” აფელირებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას” წევრებმა გააკეთეს.

შეგახსენებთ, აჭარაში ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და დეპუტატის მანდატებზე უარი განაცხადეს. მოგვიანებით, გაერთიანებული ოპოზიციისა და „რესპუბლიკური პარტიის“ უკვე ყოფილი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში შევიდა.
კომენტარები