აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ტელევიზიაში აღნიშნეს, რომ ინფიცირებულ პირს, დაახლოებით, 3-4 თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი და ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ასევე, აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, თანამშრომლები ჯგუფებად არიან დაყოფილი და ისე მუშაობენ, შესაბამისად, გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
კომენტარები