აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ავთანდილ გალდავა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ,,ტვ პირველის” ინფორმაციით, გალდავა უკვე დაემშვიდობა თანამშრომელებს. გათავისუფლების მიზეზი უცნობია.
ავთო გალდავა გასული წლის თებერვალში, სამეგრელოდან გადმოიყვანეს. ის ფიგურირებდა ბადრო ესებუას საქმეში, რომელსაც “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმა და მძევლების აყვანა ედება ბრალად. როცა გამტაცებელმა შენობა მძევლებთან ერთად დატოვა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ავთანდილ გალდავაც, რომელიც ესებუას სხვა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩაბარდა.
ტვ პირველი














კომენტარები