აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში ინფიცირების 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 388 პაციენტი.
ინფიცირების აქტიური შემთხვევები რეგიონში 4 170 – მდე შემცირდა. მათ შორის 741 კლინიკებში, 927 კოვიდსასტუმროებში, 2 502 პაციენტი კი ბინაზე მკურნალობს.
133 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 42 მართვით სუნთქვაზე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.
კლინიკები დღეს 87-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
საერთო ჯამში აჭარაში „კოვიდ-19“ 27 925-მა ინფიცირებულმა დაამარცხა.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 316 პაციენტი.
კომენტარები